ტეკარ თერაპია არის კომბინირებული დიათერმიისა და ელექტროთერაპიის ფორმა. ეს არის ელექტრომაგნური ენერგია, რომელიც წარმოიქმნება რადიოსიხშირულის პექტრით და გამოიყენება ბიოლოგიურ ქსოვილებში ბიო-სტიმულაციისთვის. ელექტრომაგნიტურ ველში შექმნილი მაღალი და დაბალი სიხშირე წარმოქმნის სითბოს და სითბოთი გამოწვეული ვაზოდილატაცია ზრდის ნივთიერებათა ცვლას რაც იწვევს ანთებით უბნებში დრენაჟს და რეცეპტორული უჯდერების შემოდინებას.

ტეკარ თერაპიას ასევე აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისებები - ენდორფინის წარმოქმნის სტიმულირების გზით. ტეკარ თერაპია სასარგებლო ეფექტებით გამოიყენება რეაბილიტაციაში. იგი გამოიყენება შემდეგი პრობლემების დროს: სპორტული ტრავმები, კუნთ-მყესოვანი აპარატის დაჭიმულობა/დაზიანება, იოგოვანი აპრატის პრობლემები, ნეიროპათიები, ოპერაციის შემდგომ, ხერხემლის სხვადასხვა დაავადებების დროს.