ჩვილ ბავშვთა მასაჟი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში. იგი ეფექტურია, რათა ახალშობილმა მარტივად გადაიტანოს დაბადების შემდგომი სტრესი, ასევე დაურეგულირდეს ნივთიერებათა ცვლა და ხელი შეუწყოს ორგანიზმის გაჯანსაღებას. საბავშვო მასაჟი იყოფა ორ სახეობად – გამაჯანსაღებელი და სამკურნალო. პირველი სახეობა გამოიყენება პროფილაქტიკისთვის (ცოცვის, თავის დაჭერის და დაჯდომის სწავლის დროს), ხოლო მეორე საყრდენ – მამოძრავებელი, კუნთოვანი ან ნერვული სიტემების ფუნქციების დარღვევების სამკურნალოდ.